ამქარი ნიშნავს თანამოსაქმეს, ერთი ან მონათესავე ხელობის ოსტატთა გაერთიანება შუასაუკუნის ქალაქებში. ამიერკავკასიაში ამქრის შესატყვისი ტერმინი XVII-XVIII საუკუნეებში იყო ასნაფი, ესნაფი. უფრო ადრე ხელოსანთა გაერთიანებას საქართველოში თაბუნიეწოდებოდა. სიტყვა ამქარი საქართველოში საყოველთაოდ გავრცელდა მხოლოდ XIX საუკუნეში. არსებობდა წესდება, სადაც აღნუსხული იყო ამქრის ფუნქციები, წევრთა უფლება ვალდებულებანი, წარმოების პირობები, ხშირად წარმოების საშუალებებიც, სახელოსნოს, როგორც საწარმოს, ორგანიზაცია და სხვა.